- პორცია: -
- მომზადება: -
- დამზადება: -
- კალორია 100 გრამზე: -
- სირთულე:
ადვილი
დაბეჭდვა
ქათმის ჟულიენი ამ რეცეპტით საკმაოდ არასტანდარტულად მზადდება, თუმცა კერძი ძალიან გემრიელი გამოდის და ყველას მოსწონს, ვისაც კი დაუგემოვნებია. დაბეჯითებით გირჩევთ, ეს ვარიანტი პრაქტიკაში გამოსცადოთ!
ჟულიენის საფუძვლად ქათმის ბარკლის წვნიანი რბილობი გამოიყენება. რაც შეეხება სოკოს, ჩვენ გადავწყვიტეთ ისეთი სახეობები შეგვერჩია, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ნებისმიერ ახლომდებარე მაღაზიაში იყიდება — კალმახა სოკო და შამპინიონი. ყველი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი, რომელიც გიყვართ, თუმცა სწორედ მაგარი, დაძველებული ყველი შესძენს ქათმის ჟულიენს მდიდარ და პიკანტურ არომატს.
რჩევა:
ქათმის ჟულიენის მომზადება შესაძლებელია არა მხოლოდ ბარკლის რბილობისგან, არამედ ქათმის ფილესგანაც. ამ შემთხვევაში კერძი უფრო ნაკლებკალორიული იქნება, განსაკუთრებით მაშინ, თუ გამოიყენებთ 10–15%-იანი ცხიმიანობის არაჟანსა და ნაღებს.
იმისათვის, რომ ქათმის ჟულიენი კიდევ უფრო გემრიელი და არაჩვეულებრივად არომატული გახდეს, სოუსში დაამატეთ ბლენდერში დაფქული თეთრი სოკო. ეს გააკეთეთ სოკოს შუშვის ეტაპზე.
ინგრედიენტები
დამზადება
- მოამზადეთ ინგრედიენტები. გაფცქვნილი ხახვი დაჭერით ჩხირებად (სოლომისებურად). კალმახა სოკო, შამპინიონი და ქათმის ბარკლის რბილობი დაჭერით პატარა, ნებისმიერი ფორმის ნაჭრებად.
- აიღეთ ორი პატარა ტაფა. თითოეულში ჩაასხით ორ-ორი სუფრის კოვზი ზეთი. ერთში მსუბუქად მოხრაკეთ ხახვი ოქროსფრამდე, მეორეში კი შეწვით კალმახა სოკო და შამპინიონი (ხშირად ურიეთ).
- მოხრაკული ხახვი გადაიტანეთ სოკოსთან და აურიეთ. ერთად შვეთ დაახლოებით ერთი წუთი. დაამატეთ ნაღები და არაჟანი. შუშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით სამი წუთი. თავსახური არ დააფაროთ, თორემ სოუსი შეიძლება აიჭრას (დაიცალკევდეს).
- იმ ტაფაში, სადაც ხახვი იწვებოდა, დაამატეთ დაჭრილი ქათამი. თუ ზეთი ცოტაა დარჩენილი, ცოტა კიდევ დაამატეთ. შეწვით ხშირი რევით 5 წუთის განმავლობაში. ნაჭრები კარგად უნდა დაიბრაწოს.
- შემწვარი ქათამი გადაიტანეთ სოკოსთან, ნაღებსა და არაჟანთან. დაამატეთ მარილი და პილპილი. მიიყვანეთ ადუღებამდე. მიღებული მასა გადაანაწილეთ პატარა ფორმებში, მოაყარეთ გახეხილი ყველი და სწრაფად გამოაცხვეთ ცხელ ღუმელში (210 °C) ოქროსფერი კანის წარმოქმნამდე.
ქათმის ჟულიენი

შეიძლება მოგეწონოთ