- პორცია: -
- მომზადება: -
- დამზადება: -
- კალორია 100 გრამზე: -
- სირთულე:
ადვილი
დაბეჭდვა
ამ რეცეპტით მომზადებული კარტოფილის პური გამოდის არომატული, ჰაეროვანი და წარმოუდგენლად გემრიელი. ხოლო მისი ხრაშუნა და მადისაღმძვრელი ქერქი უბრალოდ საოცრებაა! კარტოფილის საფუარიანი ცომით პური პირველად გამოვაცხვე და ყველაფერი იდეალურად გამომივიდა, ამიტომ ამ რეცეპტს თამამად გირჩევთ ყველას.
ინგრედიენტები
დამზადება
- კარტოფილი გათალეთ და დაჭერით კუბიკებად. დაასხით წყალი და მოხარშეთ მომზადებამდე (დაახლოებით 20 წუთი).
- მზა კარტოფილს გადაუწურეთ 230 მლ ნახარში — ის დაგჭირდებათ ცომის მოსაზელად. კარტოფილი კარგად დაჭყლიტეთ პიურეს მიღებამდე. აცადეთ ნახარშსაც და პიურესაც გაცივება თბილ მდგომარეობამდე (38-40 გრადუსი).
- ჯამში ჩააცერით ფქვილი. დაამატეთ საფუარი და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ შაქარი, მარილი და მუსკატის კაკალი. კვლავ კარგად აურიეთ.
- ფქვილის ნაზავში მოათავსეთ კარტოფილის პიურე, დაასხით ნახარში და ზეითუნის ზეთი. ზილეთ ცომი 15-20 წუთის განმავლობაში. საჭიროებისამებრ, სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი. ცომისგან შეკვარით გუნდა.
- გადააფარეთ ცომს ტილო და დატოვეთ თბილ ადგილას 30-40 წუთით. ამ დროში ცომი მოცულობაში ორჯერ გაიზრდება.
- აფუებული ცომი კვლავ ჩაზილეთ და მიეცით მრგვალი ფორმა. ზემოდან გაუკეთეთ ჯვარედინი ჭრილი. გადააფარეთ ტილო და დატოვეთ თბილ ადგილას კიდევ 20 წუთით.
- ღუმელის ქვედა ნაწილში მოათავსეთ ცეცხლგამძლე თასი და ჩართეთ ღუმელი გასახურებლად 200 გრადუსზე, კონვექციის (ჰაერის დაბერვის) რეჟიმით.
- პურის ზედაპირს გადაუსვით წყალი და მოაყარეთ თესლების ნაზავი (გოგრა, მზესუმზირა, ქუნჯუთი). ღუმელში შედგმულ ცეცხლგამძლე თასში ჩაასხით ცივი წყალი (ორთქლის შესაქმნელად). შედგით პური ღუმელში 15 წუთით. ამ დროს ღუმელის კარი არ გამოაღოთ, რომ ორთქლი არ გამოვიდეს.
- 15 წუთის შემდეგ გამოაღეთ კარი, გამოუშვით ორთქლი და დაუწიეთ ტემპერატურას 175 გრადუსამდე. გამორთეთ კონვექციის რეჟიმი. აცხვეთ პური მზადყოფნამდე კიდევ 20-25 წუთი.
- მზა პურს აცადეთ ოდნავ გაცივება.
- კარტოფილის პური მზად არის. გემრიელად მიირთვით!
კარტოფილის პური

შეიძლება მოგეწონოთ