- პორცია: 4 ადამიანი
- მომზადება: 15 წუთი
- დამზადება: -
- კალორია 100 გრამზე: 294
- სირთულე:
ადვილი
დაბეჭდვა
რომანოს სალათი ყველასთვის ცნობილია, ვინც ერთხელ მაინც გაუსინჯავს "ცეზარი", მაგრამ ცოტა ვინმე თუ იცის, რომ მისი მომზადება გრილზეც შეიძლება.
რომანოს მომზადება: ამისთვის საჭიროა არც ისე დიდი თავები შეარჩიოთ, გაჭრათ ისინი სიგრძეზე, წაუსვათ მცენარეული ზეთი და დაუყოვნებლივ შეწვათ მანგალზე ან გრილ-ტაფაზე სულ რაღაც რამდენიმე წუთის განმავლობაში.
კეფირის სოუსი: ამ რეცეპტში მთავარია კეფირის სოუსი, რომელიც ასევე სწრაფად და მარტივად მზადდება. ეს სოუსი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ცალკე მიირთვათ თევზთან ან ცივ საუზმეულთან ერთად. სოუსისთვის რეკომენდებულია 2 - 3 % ცხიმიანობის კეფირი, რათა ის გამოვიდეს ნაზად მჟავე და ზომიერად სქელი.
ინგრედიენტები
დამზადება
- ნუშის მომზადება
- შემწვარი რომანოს სალათის მოსამზადებლად, ოდნავ მოხალეთ ნუში მშრალ ტაფაზე. გამომშრალი თხილი მსხვილად დააქუცმაცეთ.
- სოუსის მომზადება
- ბლენდერის თასში მოათავსეთ: მსხვილად დაჭრილი ხახვი-შალოტი, გაფცქვნილი ნიორი, მწიფე ავოკადოს ნაჭრები, რეჰანი და პიტნა. ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ. დაამატეთ ლიმონის წვენი, კეფირი და ზეითუნის ზეთი, კიდევ ერთხელ ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მოაყარეთ მარილი კეფირის სოუსს.
- რომანოს მომზადება
- გააცხელეთ გრილ-ტაფა. რომანოს სალათის თავები გაჭერით სიგრძეზე შუაზე, გაჭრილ ნაწილებს ოდნავ წაუსვით ზეითუნის ზეთი.
- შეწვა
- შეწვით სალათი გრილ-ტაფაზე გაჭრილი მხარით ქვემოთ 3 წუთის განმავლობაში. გადაიტანეთ თეფშზე.
- სერვირება
- სალათს მოასხით მომზადებული კეფირის სოუსი და მიიტანეთ სუფრასთან, მოაყარეთ დაჭრილი ნუში.
შემწვარი სალათი ქათმით და კეფირის სოუსით

შეიძლება მოგეწონოთ