კულებიაკა

კულებიაკა

ფუნთუშები 67 ბოლო განახლება: Nov 27, 2025 შექმნილია: Nov 27, 2025
კულებიაკა
  • პორცია: 6 ადამიანი
  • მომზადება: 30 წუთი
  • დამზადება: 1:30 წუთი
  • კალორია 100 გრამზე: 260
  • სირთულე: ადვილი
დაბეჭდვა

ტრადიციული რუსული კერძი. ამ რეცეპტში კულებიაკა არის დახურული ღვეზელი მძიმე, თევზის შიგთავსით.

კულებიაკა ტრადიციული რუსული კერძია რთული შიგთავსით. არსებობს ღვეზელის ძირითადი შიგთავსის რამდენიმე ვარიანტი, ასევე მისი დაწყობის (განლაგების) სხვადასხვა ხერხი. კულებიაკა მძიმე ღვეზელია, მისი შიგთავსი მთელი კერძის წონის 50 პროცენტზე მეტს შეადგენს.

ღვეზელის მირთმევა შეიძლება როგორც წასახემსებლად, ისე მთავარ კერძად, ან ძირითადი კერძის დამატებად.

კლასიკურ ვარიანტში ღვეზელი მზადდება რამდენიმე სახის ფარშისგან შემდგარი შიგთავსით. ამ რეცეპტში ჩვენ ვამზადებთ კულებიაკას, რომელიც შევსებულია ორაგულით, ბრინჯით, კვერცხითა და ისპანახით.

ინგრედიენტები

დამზადება

  1. ორაგულის ნაჭრები მოათავსეთ ცხელ მარილიან წყალში ბუკე გარნისთან ერთად.
  2. ხარშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ ორაგულის ხორცი არ გახდება გაუმჭვირვალე (4–5 წუთი). გადაღვარეთ წყალი და დააცადეთ ოდნავ გაგრილდეს.
  3. დატოვეთ მხოლოდ სუფთა ხორცი. ზურგზე არსებული მუქი ცხიმის მოსაცილებლად გამოიყენეთ დანა. მოაშორეთ კანი, ცხიმი და ძვლები.
  4. დადეთ ხელსახოცზე.
  5. კვერცხი მაგრად მოხარშეთ. 10 წუთი ადუღების შემდეგ, კვერცხი გადმოდგით და ჩადეთ ცივ წყალში. გაფცქვენით და ისევ ჩადეთ ცივ წყალში. როდესაც კვერცხი სრულად გაცივდება – დაჭერით ნაჭრებად სიგრძეზე.
  6. მოხარშეთ ბრინჯი მარილიან წყალში ქათმის ბულიონის კუბთან ერთად. მზა ბრინჯს დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კარგად მოურიეთ, რათა არ მიეკრას ერთმანეთს.
  7. სოკოს მოაჭერით ფეხები და მოაცალეთ კანი.
  8. და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
  9. ტაფაზე დადგით კარაქის ნაჭრები, დაამატეთ დაჭრილი ხახვი, მარილი და პილპილი. წვით ერთი წუთის განმავლობაში და შემდეგ დაამატეთ სოკო, კარგად აურიეთ.
  10. წვით 3–4 წუთის განმავლობაში, დაამატეთ ½ ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. დააცადეთ გაცივება.
  11. გარეცხეთ ისპანახი. თითოეულს მოაშორეთ ღერო.
  12. შემდეგ ისინი კარგად გააშრეთ.
  13. ტაფაზე გაადნეთ კარაქის ნაჭერი. მოათავსეთ მთელი ისპანახი ერთბაშად.
  14. ნაზად მოურიეთ.
  15. გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი, წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული. შედგით მაცივარში ერთი საათით.
  16. ამ დროის გასვლის შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან და მოათავსეთ ფორმაში ცხიმიანი (წასმული) მხარით ქვემოთ.
  17. დაადეთ ორაგულის ფენა.
  18. დააფარეთ ბრინჯის ფენა.
  19. სოკოს ფენა.
  20. დაჭრილი კვერცხის ფენა.
  21. ისპანახის ფენა.
  22. კიდევ ერთი ორაგულის ფენა.
  23. და ბოლოს, ბრინჯის მეორე ფენა.
  24. დახურეთ ღვეზელი ცომის კიდეებით. დატოვეთ პატარა ღიობი ორთქლის გამოსასვლელად.
  25. გაახურეთ ღუმელი 230 C - მდე. აცხვეთ, სანამ არ მიიღებს ოქროსფერ-მოყავისფრო შეფერილობას.
  26. სანამ გამოიღებთ, ოდნავ გააცივეთ.
  27. დაჭერით თხელ ნაჭრებად. კულებიაკას მირთმევა შესაძლებელია ცხლად, სოუსთან ერთად.

შეიძლება მოგეწონოთ

გამოწერა

დარეგისტრირდით, რომ მიიღოთ ელ-ფოსტით განახლებები ახალ რეცეპტებზე.