- პორცია: 8 ადამიანი
- მომზადება: 30 წუთი
- დამზადება: 12 საათი
- კალორია 100 გრამზე: 220
- სირთულე:
ადვილი
დაბეჭდვა
ბოსტნეული მჟავე-ტკბილ მარინადში — ეს არის უნივერსალური კერძი, რომელიც აერთიანებს ნაზ სიტკბოს, პიკანტურ სიმჟავესა და ხრაშუნა ტექსტურას. ყველაზე ხშირად ამისათვის იყენებენ ბულგარულ წიწაკას, სტაფილოს, ხახვს, ყვავილოვან კომბოსტოსა და კიტრს, თუმცა შესაძლებელია სეზონური ბოსტნეულით ექსპერიმენტირებაც.
ძმრის, შაქრისა და სანელებლების საფუძველზე მომზადებული მარინადი აძლიერებს გემოს და ახანგრძლივებს შენახვის ვადას. არსებობს რეცეპტები, სადაც მჟავე-ტკბილ მარინადს შემწვარ ან გამომცხვარ ბოსტნეულთან ერთად იყენებენ.
რჩევა: თუ გსურთ, რომ კერძი უფრო ფერადი გამოვიდეს, გამოიყენეთ სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა (წითელი და ყვითელი).
ინგრედიენტები
დამზადება
- ბადრიჯანი გარეცხეთ, დაჭერით რგოლებად და მოათავსეთ საწურზე (დურშლაგზე). მოაყარეთ მარილი და საწური შედგით ჯამში, რომ ბადრიჯნიდან ზედმეტი მწარე წვენი გამოვიდეს. გააჩერეთ 20 წუთი.
- ხახვი დაჭერით ალყა-ალყა (ნახევარრგოლებად). ნიორი და ოხრახუში დააქუცმაცეთ. სტაფილო გახეხეთ კორეული სალათის სახეხზე (ან დაჭერით პატარა, თხელ ნაჭრებად). ბულგარული წიწაკა დაჭერით აკურატულ ზოლებად (ჩხირებად).
- ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოთუშეთ ხახვი და სტაფილო 3–4 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ბულგარული წიწაკა და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ ორიოდე წუთი. ბოლოს დაამატეთ ნიორი და ოხრახუში, აურიეთ და გადმოდგით გაზქურიდან.
- ბოსტნეული ოდნავ ხრაშუნა უნდა დარჩეს.
- სანამ ბოსტნეული მზადდება, ცალკე ჯამში შეურიეთ შაქარი, მარილი, ძმარი და წყალი. კარგად აურიეთ, რომ შაქარი ნაწილობრივ მაინც გაიხსნას.
- გააცხელეთ ზეთი ტაფაზე და შეწვით ბადრიჯნის რგოლები ორივე მხრიდან (დაახლოებით 2-2 წუთი თითო მხარეს), სანამ ოქროსფერი კანი არ გადაეკვრება.
- კერძი ააწყვეთ ფენებად: ჯერ დააწყვეთ შემწვარი ბადრიჯანი, შემდეგ — მოთუშული ბოსტნეული. გაიმეორეთ ფენები და ბოლოს ყველაფერს მოასხით მომზადებული მარინადი.
- ბოსტნეული დატოვეთ მაცივარში დასამარინადებლად მთელი ღამით, თუმცა მისი დაგემოვნება უკვე 4 საათის შემდეგაც შესაძლებელია.
ბოსტნეული მჟავე-ტკბილ მარინადში

შეიძლება მოგეწონოთ