ხორცის რულეტი ბოსტნეულით და ყველით,

ხორცის რულეტი ბოსტნეულით და ყველით,

ხორცი 0 ბოლო განახლება: Dec 16, 2025 შექმნილია: Dec 16, 2025
ხორცის რულეტი ბოსტნეულით და ყველით,
  • პორცია: -
  • მომზადება: -
  • დამზადება: -
  • კალორია 100 გრამზე: -
  • სირთულე: ადვილი
დაბეჭდვა

რჩევა: ხორცის რულეტი სუფრასთან დაჭრილ მდგომარეობაში მიიტანეთ, გვერდით კი ცივი კოლსლოუს სალათი მოუდეთ.

ინგრედიენტები

დამზადება

  1. ბოსტნეულის მომზადება: გახეხეთ წვრილად 1 ცალი კარტოფილი, 1 ცალი სტაფილო და 1 ცალი ხახვი. წითელი ბულგარული წიწაკა დაჭერით ძალიან წვრილ კუბიკებად. ნიორი დაჭყლიტეთ, ოხრახუში კი წვრილად დაკეპეთ.
  2. დიდ ჯამში მოათავსეთ ხორცის ფარში (1.2 კგ). დაუმატეთ 2 კვერცხი, რბილი კარაქი (80 გრ), მომზადებული ბოსტნეული, მარილი (3 გრ), პილპილი და პაპრიკა.
  3. კარგად მოზილეთ ხელით, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  4. ცალკე ჯამში აურიეთ ნაღების ყველი (150 გრ), გახეხილი ჩედარი (100 გრ) და სხვა გახეხილი ყველი (100 გრ).
  5. საცხობ ფორმაზე ან პერგამენტის ქაღალდზე გააბრტყელეთ ხორცის მასა. ცენტრში მოათავსეთ ყველის ნარევი და გადაახვიეთ რულეტისებურად (ან გააკეთეთ გუფთისებური ფორმები და შუაში მოათავსეთ ყველი).
  6. დაასხით ფორმაში 500 მლ წყალი (ეს ხორცს წვნიანობას შეუნარჩუნებს). შედგით 180°C-ზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45-60 წუთით, სანამ ხორცი კარგად არ დაიბრაწება.
  7. სალათის (კოლსლოუს) მომზადება
  8. სანამ ხორცი ცხვება, მოამზადეთ გარნირი:
  9. წვრილად დაკეპეთ ჩვეულებრივი და წითელი კომბოსტო. გახეხეთ სტაფილო.
  10. პატარა ჯამში ერთმანეთში აურიეთ მაიონეზი (150 გრ), მდოგვი (20 გრ), ძმარი (15 მლ), მარილი და პილპილი.
  11. სოუსი დაასხით ბოსტნეულს და კარგად აურიეთ. სუფრასთან მიტანამდე შედგით მაცივარში 15-20 წუთით.

შეიძლება მოგეწონოთ

გამოწერა

დარეგისტრირდით, რომ მიიღოთ ელ-ფოსტით განახლებები ახალ რეცეპტებზე.