- პორცია: 15 ადამიანი
- მომზადება: 40 წუთი
- დამზადება: 4 საათი
- კალორია 100 გრამზე: 300
- სირთულე:
ადვილი
დაბეჭდვა
გააოცეთ თქვენი ოჯახის წევრები და ახლობლები ფრანგული სამზარეულოს კერძებით! ფრანგულმა სამზარეულომ გემრიელი კერძების მოყვარული არაერთი ადამიანი მოხიბლა. ნებისმიერი გურმანი სათანადოდ შეაფასებს სპეციალური წესით მომზადებულ, საგანგებოდ გამოკვებილი იხვის ღვიძლს. თუ ფუა-გრა ჯერ კიდევ არ დაგიგემოვნებიათ, გირჩევთ, ამ რეცეპტის გამოცდას დიდხანს ნუ გადადებთ. ხოლო თუ გაქვთ შესაძლებლობა, ეს დელიკატესი ტრიუფელებთან ერთად მოამზადოთ, აუცილებლად სცადეთ! ეს არ არის იაფი სიამოვნება, თუმცა ნამდვილად ღირს!
ინგრედიენტები
დამზადება
- ამ საოცრად გემრიელი კერძის მოსამზადებლად ავიღოთ იხვის ღვიძლი, მოვაცილოთ ყველა აპკი და ძარღვი.
- საცხობ ფორმაში მოვათავსოთ ყველა ინგრედიენტი, ტრიუფელის ნაჭრების გარდა, და გულდასმით ავურიოთ. შევდგათ მაცივარში 1-2 საათით, რათა ღვიძლი კარგად დამარინადდეს.
- ფუა-გრას ვაცხობთ 160°C-მდე წინასწარ გახურებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში. კერძის კონსისტენცია საკმაოდ თხევადი გამოდის, ამიტომ ზედმეტ წვენს ვწურავთ (გადავასხამთ ცალკე).
- ახლა კი ვამზადებთ კერძის საბოლოო ფორმას. მოგრძო ოთხკუთხა ფორმაში ჩავაფინოთ საკვები ფირი ისე, რომ მისი კიდეები ფორმის ბორტებს სცდებოდეს. ჩავდოთ გამომცხვარი ღვიძლის ნახევარი, ზემოდან მოვათავსოთ დაჭრილი ტრიუფელები (კიდეებიდან 2-2 სანტიმეტრით დავაშოროთ). მიღებულ ფენას ზემოდან დავაფაროთ ღვიძლის დარჩენილი ნაწილი.
- ზემოდან გადავაფაროთ საკვები ფირი და ფორმის ზომაზე წინასწარ გამოჭრილი სქელი ქაღალდი (მუყაო). დავადოთ სიმძიმე (პრესი). სიმძიმისთვის მე ვიყენებ ლობიოს მარცვლებს, რომლებსაც თანაბრად ვანაწილებ მუყაოზე. გავაცივოთ მაცივარში ერთი საათით.
- მანამდე გადაწურული წვენი წამოვადუღოთ საშუალო ცეცხლზე და გავფილტროთ. ვაცადოთ გაგრილება და შემდეგ დავასხათ ფუა-გრას ზემოდან. კვლავ გადავაფაროთ საკვები ფირი და შევდგათ მაცივარში მინიმუმ ერთი საათით.
- დავჭრათ თხელ ნაჭრებად და მივირთვათ მწვანილთან ერთად.
- გემრიელად მიირთვით!
ფუა-გრა ტრიუფელებით

შეიძლება მოგეწონოთ