- პორცია: 5 ადამიანი
- მომზადება: 10 წუთი
- დამზადება: 20 წუთი
- კალორია 100 გრამზე: 173
- სირთულე:
ადვილი
დაბეჭდვა
საუკეთესო წასახემსებელი! გემრიელი, ნაზი, ნოყიერი და მზადდება სწრაფად! იდეალურია ბოროდინულ პურთან ერთად და ძალიან ჰარმონიულად ეხამება ხრაშუნა პურებს (ხლებცებს)!
პატარა რჩევა მომზადებისთვის:
რადგან ამ რეცეპტში ავოკადო და ვაშლია, დაჭრის შემდეგ შეგიძლიათ ცოტაოდენი ლიმონის წვენი მოასხათ, რომ ფერი არ იცვალონ (არ გაშავდნენ) და პაშტეტმა მადისაღმძვრელი იერი შეინარჩუნოს.
საიდუმლო: ოხრახუშის მხოლოდ ფოთლების გამოყენება (ღეროების გარეშე), რაც პაშტეტს უფრო ნაზ ფერსა და ტექსტურას სძენს.
ინგრედიენტები
დამზადება
- მოამზადეთ სიაში არსებული ყველა ინგრედიენტი. კვერცხი წინასწარ მოხარშეთ და გააცივეთ. ამის შემდეგ სამუშაოს უდიდეს ნაწილს თქვენ ნაცვლად ბლენდერი შეასრულებს.
- გარეცხეთ ვაშლი, დაჭერით ნებისმიერ ნაჭრებად და მოაცილეთ თესლი. ავოკადო გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ კურკა. ჩაის კოვზით ამოიღეთ რბილობი და მოათავსეთ ბლენდერის ჭიქაში.
- ქაშაყის ფილე დაჭერით ნაჭრებად; გაასუფთავეთ და დაჭერით კვერცხი; ოხრახუშს მოაცილეთ ღეროები და დატოვეთ მხოლოდ ფოთლები; გაასუფთავეთ ნივრის კბილი. ეს ყველაფერი მოათავსეთ ბლენდერში, დაამატეთ არაჟანი, მდოგვი და დააქუცმაცეთ ნაზი კონსისტენციის მიღებამდე. სულ ეს არის!
- სასურველია ფორშმაკი მაცივარში გააცივოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიტანოთ სუფრასთან.
- ფორშმაკი და ხრაშუნა პურები (ხლებცი) უბრალოდ ერთმანეთისთვისაა შექმნილი! ასეთი წასახემსებელი ძალიან მოუხდება სადღესასწაულო სუფრას.
- გემრიელად მიირთვით!
ფორშმაკი ავოკადოთი

შეიძლება მოგეწონოთ