- პორცია: 8 ადამიანი
- მომზადება: 2 საათი
- დამზადება: 40 წუთი
- კალორია 100 გრამზე: 390
- სირთულე:
ადვილი
დაბეჭდვა
ჯალები — დესერტი, რომელიც პოპულარულია ინდოეთში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ის წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილისგან მომზადებული ცომის ძაფებს (სპირალებს), რომლებიც იწვება გჰის (ერბოს) ფრიტიურში და ირწყვება შაქრის სიროფით (ხშირად ვარდის წყლით ან ლიმონის წვენითაც).
ჯალების სამშობლოდ ახლო აღმოსავლეთი ითვლება, თუმცა XV საუკუნისთვის ამ დესერტმა ინდოეთშიც შეაღწია. გემოს დამატებითი ელფერების მისაცემად, ირანში მას ზოგჯერ ზაფრანას უმატებენ, ხოლო ინდოეთში — კევრას (პანდანუსის წყალს).
ზეთის ტემპერატურის კონტროლი: გამოიყენეთ თერმომეტრი ზეთის ტემპერატურის გასაკონტროლებლად — ის უნდა იყოს დაახლოებით 180°C.
ცომის სისქე: თუ ცომი ძალიან სქელი გამოვიდა, დაამატეთ კიდევ ცოტაოდენი თბილი წყალი.
ზედმეტი ცხიმის მოშორება: ტაფიდან ჯალების ამოსაღებად უმჯობესია გამოიყენოთ ქაფქირი, რათა მაქსიმალურად აარიდოთ თავი ზედმეტ ზეთს.
ინგრედიენტები
დამზადება
- ცომის მომზადება: დიდ ჯამში ერთმანეთს შეურიეთ 250 გრამი ფქვილი და 5 გრამი მანანის ბურღული (ან დაფქული ბრინჯი). დაამატეთ 0,5 ჩაის კოვზი სოდა, 30 გრამი იოგურტი და კარგად აურიეთ. ჩაასხით 370 მილილიტრი თბილი წყალი და ხელის ზამბარით (ვენჩიკით) თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე (ცომს უნდა ჰქონდეს ბლინების ცომის კონსისტენცია). დააფარეთ თავზე და დატოვეთ თბილ ადგილას 2 საათით ასაფუებლად/დასადუღებლად.
- სიროფის მომზადება: ერთმანეთს შეურიეთ 800 გრამი შაქარი და 625 მილილიტრი წყალი. აადუღეთ, დაამატეთ 15 მილილიტრი ლიმონის წვენი და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააგრილეთ.
- ჯალების დამზადება: ტაფაში გააცხელეთ 500 მილილიტრი ზეთი. საკონდიტრო შპრიცის (ან ტომრის) გამოყენებით, სწრაფი მოძრაობებით ჩაუშვით ცომი ცხელ ზეთში სპირალების ფორმით. შეწვით ორივე მხრიდან 30-30 წამის განმავლობაში ოქროსფერ-ყავისფერ შეფერილობამდე. ამოიღეთ ქაფქირით და აცადეთ ზეთისგან დაწრეტა.
- დასრულება და მირთმევა: ჩაუშვით მზა სპირალები სიროფში 15 წამის განმავლობაში, შემდეგ კი ამოიღეთ. ჯალები დააწყვეთ ლანგარზე, რათა შეშრეს, გაგრილდეს და ასე მიიტანეთ სუფრასთან.
ჯალები

შეიძლება მოგეწონოთ