- პორცია: 4 ადამიანი
- მომზადება: 20 წუთი
- დამზადება: 25 წუთი
- კალორია 100 გრამზე: 250
- სირთულე:
ადვილი
დაბეჭდვა
ჩუროსი — ხრაშუნა ნამცხვარია მოხარშული ცომისგან. დესერტის ფორმირებისთვის მხოლოდ საკონდიტრო ტომარა და შესაბამისი თავაკია საჭირო. ჩუროსის სახლში მომზადება ძალიან მარტივია, თუკი შემოწმებულ რეცეპტს გამოიყენებთ.
ჩუროსი — ცნობილი ესპანური დესერტია. მას მოხარშული ცომისგან ამზადებენ, ხოლო თავად ნაწარმს მოგრძო ან სპირალისებური ფორმა აქვს. არსებობს მრავალი ლეგენდა, რომელიც ამ კერძის წარმოშობის ისტორიას უკავშირდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ჩუროსის პიონერები ესპანელი მწყემსები იყვნენ, რომლებიც მას ცხიმში, ღია ცეცხლზე წვავდნენ. მაღალი კვებითი ღირებულების წყალობით, ეს ჩხირები შიმშილის გრძნობას შესანიშნავად აქრობდა. ესპანელები დესერტს რძიან ყავასთან ერთად მიირთმევენ და ჭამენ შოკოლადში ჩაწობით.
ინგრედიენტები
დამზადება
- ბაზის მომზადება: ქურაზე დადგით სქელძირიანი ტაფა (ან ქვაბი). ჩაასხით მასში წყალი და ჩაყარეთ 20 გრ შაქარი. როგორც კი წყალი ადუღებას დაიწყებს, ჩაამატეთ 40 გრ კარაქი. ურიეთ მასას ადუღებამდე.
- ცომის მოხარშვა: ტაფა ცეცხლიდან არ გადადგათ, ისე ჩააყარეთ ფქვილი. კულინარიული ნიჩბით (ლოპატკით) ინტენსიურად ურიეთ, სანამ ინგრედიენტები ერთგვაროვან მასად არ შეიკვრება. ცომი ერთ გუნდად უნდა შეიკრას.
- კვერცხის დამატება: მომზადებული ცომი გადაიტანეთ ღრმა ჯამში. აცალეთ ცოტა გაგრილება და სათითაოდ შეურიეთ კვერცხები. ყოველი კვერცხის დამატების შემდეგ მასა ნიჩბით კარგად ამოურიეთ. როდესაც ცომი ერთგვაროვანი გახდება, გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში, რომელსაც აქვს „ღია ვარსკვლავის“ ფორმის თავაკი.
- შეწვა: გააცხელეთ ტაფა დიდი რაოდენობით მცენარეული ზეთით (ჩუროსები ზეთში უნდა ტივტივებდნენ). საკონდიტრო ტომრიდან ცხელ ზეთში გამოუშვით ცომის ზოლები. წვით საშუალო ცეცხლზე ოქროსფერ შეფერილობამდე.
- დასრულება: მზა ჩუროსები დააწყვეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს. დარჩენილი შაქარი (50 გრ) შეურიეთ დარიჩინს. მომზადებული ჩუროსები ამოავლეთ ამ ნარევში და მიიტანეთ სუფრასთან.
ჩუროსი

შეიძლება მოგეწონოთ