- პორცია: 6 ადამიანი
- მომზადება: 25 წუთი
- დამზადება: 1:10 საათი
- კალორია 100 გრამზე: 215
- სირთულე:
ადვილი
დაბეჭდვა
ბლინების ცომი რძეზე იზილება. ბლინები თხელი გამოდის, თუმცა ამავდროულად კარგად ინარჩუნებს ქათმის ფარშის, არომატული სოკოსა და ყვლისგან მომზადებულ წვნიან შიგთავსს. შიგთავსს ასევე ემატება ბეშამელის სოუსი, რაც გემოს კიდევ უფრო ნაზს ხდის.
ინგრედიენტები
დამზადება
- ბლინების მომზადება:
- ღრმა ჯამში ჩაასხით რძე, დაამატეთ კვერცხი, მარილი, შაქარი და მცენარეული ზეთი.
- ყველაფერი კარგად ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ნელ-ნელა ჩააყარეთ ფქვილი და კვლავ ათქვიფეთ მიქსერით. მზა ცომი დაასვენეთ 15–20 წუთი.
- გააცხელეთ ტაფა (სასურველია 22 სმ დიამეტრის), წაუსვით ზეთი მხოლოდ პირველ ჯერზე. დაასხით ცომი და გამოაცხვეთ ბლინები ორივე მხრიდან (დაახლოებით 20–30 წამი თითო მხარეს) მსუბუქ დაბრაწვამდე. ამ რაოდენობით გამოვა დაახლოებით 10 ბლინი.
- შიგთავსის მომზადება
- ხახვი დაჭერით კუბიკებად, სოკო კი — თხელ ფირფიტებად.
- ტაფაზე დაასხით 20 მლ ზეთი და მოშუშეთ ხახვი დარბილებამდე (3–5 წუთი).
- დაამატეთ ქათმის ფარში. შუშეთ ხახვთან ერთად 7–10 წუთი, თან კოვზით დაშალეთ ფარშის კოშტები.
- დაამატეთ მარილი, პილპილი და ბეგქონდარა (ტიმიანი). შუშეთ კიდევ 1 წუთი, გადმოიღეთ თეფშზე და გარეცხეთ ტაფა.
- იმავე ტაფაზე დარჩენილ ზეთში მოხრაკეთ სოკო (დაახლოებით 10 წუთი), სანამ სითხე არ აორთქლდება და სოკო არ დაიბრაწება. ბოლოს დაამატეთ მარილი და პილპილი.
- ჯამში შეურიეთ ერთმანეთს მომზადებული ფარში, სოკო და გახეხილი ყველი.
- ბეშამელის სოუსი:
- სქელძირიან ქვაბში გაადნეთ კარაქი და დაამატეთ ფქვილი. ურიეთ 30 წამის განმავლობაში.
- ნელ-ნელა, მუდმივი რევის პირობებში, ჩაასხით რძე.
- მიიყვანეთ სოუსი ადუღებამდე (არ შეწყვიტოთ რევა). დაამატეთ მარილი და მუსკატის კაკალი.
- ხარშეთ კიდევ 1 წუთი და გამორთეთ. გაციებისას სოუსი უფრო გასქელდება.
- აწყობა და გამოცხობა:
- ბლინის შუაგულში დაასხით 1 სუფრის კოვზი ბეშამელი. მასზე მოათავსეთ შიგთავსი და ზემოდან კიდევ 1.5 ჩაის კოვზი სოუსი დაამატეთ.
- მოკეცეთ ბლინის სამი მხარე ისე, რომ მიიღოთ სამკუთხედი. შემდეგ კუთხეები ისე გადაკეცეთ ცენტრისკენ, რომ შიგთავსი კარგად დაფიქსირდეს (როგორც ფოტოინსტრუქციაშია).
- ჩააწყვეთ ბლინები საცხობ ფორმაში, თითოეულს ზემოდან დაადეთ პატარა ნაჭერი კარაქი.
- დააფარეთ ფორმას ფოლგა და შედგით 190°C-ზე გახურებულ ღუმელში 20–25 წუთით.
ბლინები ქათმის ფარშით, სოკოთი და ბეშამელის სოუსით

შეიძლება მოგეწონოთ