- პორცია: -
- მომზადება: 10 წუთი
- დამზადება: 10 წუთი
- კალორია 100 გრამზე: 590
- სირთულე:
ადვილი
დაბეჭდვა
რემულადი — მაიონეზის ბაზაზე დამზადებული ფრანგული სოუსია. მის შემადგენლობაში შედის ანჩოუსი, კაპერსი, მწნილი კიტრი, ნიორი და ოხრახუში. რემულადის ზოგიერთ ვარიაციაში ანჩოუსს კონსერვირებული სარდინით ანაცვლებენ, თუმცა ანჩოუსი სოუსს ყველაზე საინტერესო და პიკანტურ გემოს სძენს. დღევანდელ რეცეპტში რემულადი სახლის მაიონეზის ბაზაზე მზადდება. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ საფუძვლად მზა, მაღაზიის მაიონეზიც აიღოთ, თუმცა სახლის პირობებში მომზადებულით მაინც უფრო გემრიელი გამოვა ;)
ინგრედიენტები
დამზადება
- საბაზისო ნაზავი: ჯამში მოათავსეთ კვერცხის გულები, მდოგვი და ლიმონის წვენი. ხელის სათქვეფით (ვენჩიკით) აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- თქვეფის პროცესი: აიღეთ მიქსერი და დაიწყეთ მასის თქვეფა საშუალო სიჩქარეზე.
- ზეთის დამატება (ემულსირება): დაიწყეთ ზეთის ჩასხმა – პირველი მეოთხედი დაამატეთ წვეთ-წვეთობით, ძალიან ნელა, შემდეგ კი შეგიძლიათ დაამატოთ ძალიან წვრილი ჭავლით. თქვიფეთ იქამდე, სანამ სქელ სოუსს არ მიიღებთ.
- შეზავება: მომზადებულ სოუსს გემოვნებით დაამატეთ მარილი და პილპილი.
- არომატული დანამატები: ჩაამატეთ ძალიან წვრილად დაჭრილი ანჩოუსი, კაპერსი, კორნიშონები (მწნილი კიტრი), ოხრახუში და გახეხილი ნიორი.
- დასკვნითი ეტაპი: კარგად აურიეთ და მიირთვით.
სოუსი „რემულადი“

შეიძლება მოგეწონოთ